1.პროეკტის სახელი: ნებისმიერი მრავალკუთხედის ფართობის გამოთვლა.
2.პროეკტის მოკლე აღწერა: მოსწავლეებს დაევალებათ მოიძიონ ინფორმაცია როგორ გამოითვლება მრავალკუთხედის ფართობი.
3.პროეკტის სრული აღწერა: მოსწავლეებს მიეცემათ დავალებად მოიპოვონ ინფორმაცია წიგნებიდან , ინტერნეტი დან მრავალკუთხედის ფართობის გამოთვლაზე.მოსწავლეებს დავყოფ სამ ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს მივცემ დავალებას ზესტაფონის ტერიტორიაზე არსებული ეკლესიების_1 ჯგუფს იოანე ნათლისცემლის სახელობის, 2 ჯგუფს წმ.გიორგის სახელობის, 3 ჯგუფს წმ. ნინოს სახელობის_შესახებ მოიპოვონ ინფორმაციები, შეასრულონ გაზომვები,ნახაზები და გამოთვალონ რა ფართობი უკავია ამ ეკლესიებს. აგრეთვე გამოთვალონ ეზოს ფართობი.
4.მოსწავლეთა ასაკი:13–15 წელი.
5.ვადები/ხანგრძლივობა:2010–2011 წ. 1თვე.
6.პროეკტის შესაძლო აქტივობები კლასში: კომპიუტერი,წიგნები, ჯგუფური მუშაობა, სურათების გამოფენა–პრეზენტაცია.
7.მოსალოდნელი შედეგები:ბავშვები გაეცნობიან ქ.ზესტაფონის ტერიტორიაზე არსებულ ეკლესიებს.ისწავლიან როგორ შეასრულონ გაზომვები,ნახაზები და გამოთვალონ ნებისმიერი მრავალკუთხედის ფართობი. მიეჩვიონ ინტერნეში ინფორმაციის მოპოვებას და შენახვას,სურათების გადაღებასა და პრეზენტაციას.განუვითარდებათ კვლევისა და ძიების უნარი.
8.სარგებელი სხვებისთვის:გაეცნობიან მრავალკუთხედის ფართობის გამოთვლას და გაიგებენ რა ფართობი უკავია ზესტაფონის ტერიტორიაზე არსებულ ეკლესიების .
9.სამუშაო ენა:ქართული ენა
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
11.საგნებთან/საგანთა ჯგუფებთან/სასწავლო ეროვნულ გეგმებთან კავშირი:მათემატიკა , ქართული ზეპირმეტყველება.
12.პროეკტის ფასილიტატორის სახელი: მიმოზა ხუსკივაძე
13.პროეკტის ფასილიტატორის ელ–ფოსტა:m.xuskivadze@gmail.com
14.პროეკტის ვებგვერდი/ბლოგი: