воскресенье, 25 июля 2010 г.

ნებისმიერი მრავალკუთხედის ფართობი

1.პროეკტის სახელი: ნებისმიერი მრავალკუთხედის ფართობის გამოთვლა.

2.პროეკტის მოკლე აღწერა: მოსწავლეებს დაევალებათ მოიძიონ ინფორმაცია როგორ გამოითვლება მრავალკუხედის ფართობი.

3.პროეკტის სრული აღწერა: მოსწავლეებს მიეცემათ დავალებად მოიპოვონ ინფორმაცია წიგნებიდან , ინტერნეტი დან მრავალკუთხედის ფართობის გამოთვლაზე.მოსწავლეებს დავყოფ სამ ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს მივცემ დავალებას ზესტაფონის ტერიტორიაზე არსებული ეკლესიების_1 ჯგუფს იოანე ნათლისცემლის სახელობის, 2 ჯგუფს წმ.გიორგის სახელობის, 3 ჯგუფს წმ. ნინოს სახელობის_შესახებ მოიპოვონ ინფორმაციები, შეასრულონ გაზომვები,ნახაზები და გამოთვალონ რა ფართობი უკავია ამ ეკლესიებს. აგრეთვე გამოთვალონ ეზოს ფართობი.

4.მოსწავლეთა ასაკი:13–15 წელი.

5.ვადები/ხანგრძლივობა:2010–2011 წ. 1თვე.

6.პროეკტის შესაძლო აქტივობები კლასში: კომპიუტერი,წიგნები, ჯგუფური მუშაობა, სურათების გამოფენა–პრეზენტაცია.

7.მოსალოდნელი შედეგები:ბავშვები გაეცნობიან ქ.ზესტაფონის ტერიტორიაზე არსებულ ეკლესიებს.ისწავლიან როგორ შეასრულონ გაზომვები,ნახაზები და გამოთალონ ნებისმიერი მრავალკუთხედის ფართობი. მიეჩვიონ ინტერნეში ინფორმაციის მოპოვებას და შენახვას,სურათების გადაღებასა და პრეზენტაციას.განუვითარდებათ კვლევისა და ძიების უნარი.

8.სარგებელი სხვებისთვის:გაეცნობიან მრავალკუთხედის ფართობის გამოთვლას და გაიგებენ რა ფართობი უკავია ზესტაფონის ტერიტორიაზე არსებულ ეკლესიების .

9.სამუშაო ენა:ქართული ენა

10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

11.საგნებთან/საგანთა ჯგუფებთან/სასწავლო ეროვნულ გეგმებთან კავშირი:მათემატიკა , ქართული ზეპირმეტყველება.

12.პროეკტის ფასილიტატორის სახელი: მიმოზა ხუსკივაძე

13.პროეკტის ფასილიტატორის ელ–ფოსტა:m.xuskivadze@gmail.com

14.პროეკტის ვებგვერდი/ბლოგი:http://mxuskivadze.blogspot.com/